პოლონეთში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა  

პოლონეთში, საქართველოს საელჩოში ფუნქციონირება დაიწყო ქართულმა საკვირაო სკოლამ. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სკოლის წარმომადგენლებმა საზეიმო შეხვედრა გამართეს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. განიხილეს პროგრამა და სასწავლო გეგმა.
პირველი გაკვეთილი მიეძღვნა ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიას და საქართველოს კუთხეების გაცნობას. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში ჩართულია 10-15 ბავშვი. მათ შორის ადგილობრივი მაცხოვრებლები და დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელთა ოჯახის წევრები.
სასწავლო პროცესს უხელმძღვანელებს ვარშავის ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი ლანა ბუკრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები