„კავკასიურ სახლში“ მიხეილ ნატროშვილის მოგონებების კრებულის წარდგენა გაიმართება

26 თებერვალს, 18:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“  ქიზიყელი გლეხის, მიხეილ ნატროშვილის (1915-2000) მოგონებების “ჩემი თავგადასავალის” წარდგენა გაიმართება. წარდგენას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მართავს.
როგორც „კვირას“ საღამოს მესვეურებმა აცნობეს, გიორგი ნატროშვილი საინტერესოდ აღწერს ქართული სოფლის ყოფა-ცხოვრებას გარდამტეხ ხანაში, 1920-30-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩა­ვარდნილმა მიხეილმა ვერმახტის ლეგიონში დაიწყო სამსახური, ამის გამო ის 1945 წელს, სახლში დაბრუნებისას, შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს, სადაც შრომაგასწორების კოლონიაში 7 წელი გაატარა. მემუარები დაწერილია ქიზიყურ დიალექტზე და გარდა ომის ამბებისა, დეტალურად აღწერს საზღვარგარეთ ყოფნის შთაბეჭდილებებს და საბჭოთა გულაგს.
წიგნი გამოიცემა საგამომცემლო სერიით – „აკრძალული მეხსიერება“, რომლის მიზანია, ისტორიის თეთრი ლაქები ამ პერიოდების თანამედროვე მოწმეთა მეხსიერებით, მონათხრობითა და განცდილით შეავსოს. სლოგანით – „ერთი ადამიანი, ერთი ბედისწერა, საერთო ისტორია“, –  მკითხველი არაერთ საინტერესო და უსამართლოდ დავი­წყებულ მოგონებას გაეცნობა.
წიგნი გამოიცა dvv International-ის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები