საქართველოს მწერალთა სახლში მიხეილ ღანიშაშვილის წიგნის – „ყველაზე დიდი გულის“ წარდგენა გაიმართება

 16 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, მიხეილ ღანიშაშვილის წიგნის – „ყველაზე დიდი გულის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ავტორმა აცნობა, წიგნი წარმოადგენს პროზაული ჩანაწერების კრებულს, რომელში შესული მხატვრული ნაწარმოებებიც, თემატური და შინაარსობლივი ერთიანობიდან გამომდინარე, დალაგებულია სხვადასხვა ციკლად. ეს ციკლებია:
პროლოგი – რედაქტორისა და ავტორის წინასიტყვაობანი;
ნოველები – “დედაჩემის ვახშმისშემდგომი საუბრები”;
ჩანახატები – “ბებოჩემი და იმისი საციქველ-ჯამ-ჭურჭელი” (ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ესკიზები);
მოგონებანი – “ჩემი მოსწავლეობის ხანა” (ახმეტის II საშუალო სკოლა, სასწავლო პროცესი, პედაგოგები, არდადეგები);
ნარკვევები – “აღმოსავლური დღიურები” (თურქეთსა და სპარსეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებანი);
მოთხრობები – “სხვადასხვანი” (მხატვრული და დოკუმენტური ამბები);
ეპილოგი – ილტოსპირელის ბიოგრაფიული შტრიხები.
წიგნის რედაქტორია დეა ცუცქირიძე, გარეკანის დიზაინი: რევაზ კაპანაძე; დაკაბადონება: ნიკა ხვედელიძე; გამომცემლობა: “საუნჯე” (ვაჟა წოწკოლაური).
კრებული  მკითხველთა ფინანსური შემოწირულობით 
დაიბეჭდა.
მიხეილ ღანიშაშვილი ათამდე პოეტური წიგნის ავტორია. “ყველაზე დიდი გული” მისი პირველი პროზაული კრებულია, რომელიც მკითხველს უაღრესად საინტერესო, ლამაზ, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებულ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები