ზაზა გაბუნია: მცირე მეწარმეობის შესახებ გაცხადებული პოლიტიკა მოიტანს ბევრ ახალ დასაქმების ადგილს

მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს მეწარმეობის განვითარების და მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით გაკეთებულ განცხადებას, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება არის საქმიანი.
”მცირე მეწარმეობის შესახებ გაცხადებული ეს პოლიტიკა არის საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული პასუხი კითხვაზე – რა კეთდება დასაქმების ადგილების შესაქმნელად ქვეყანაში, ეს მიდგომა მოიტანს ბევრ ახალ დასაქმების ადგილს”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები