ბექა ოდიშარია პრემიერის მიერ გაჟღერებული რეფორმების ახალ ტალღას შთამბეჭდავს უწოდებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებული რეფორმების ახალ ტალღას შთამბეჭდავს უწოდებს. ოდიაშარიას თქმით, აღნიშნული რეფორმა სწორედ ამ მნიშვნელოვანი ტენდენციის ხელშემწყობია.

“ის შეეხება ჩვენი ქვეყნის ათეულ-ათასობით თანამოქალაქეს, რომელიც ქმნის დოვლათს, არის დასაქმებული და აძლევს საშუალებას სხვა ჩვენს თანამოქალაქეებს ასევე იყვნენ დასაქმებულნი და უზრუნველყონ საკუთარი ოჯახების ღირსეული ყოფა. ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის მთავარ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევად რჩება საშუალო ფენის წარმოქმნა, განმტკიცება და გაფართოება. აღნიშნული რეფორმა სწორედ ამ მნიშვნელოვანი ტენდენციის ხელშემწყობია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მეწარმე, ვისაც შეეხება ეს რეფორმა უზრუნველყოფს დამატებით რამდენიმე სამუშაო ადგილი შექმნას, რაც ასე საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის და რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაცხადებული საზრუნავია”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები