რატი იონათამიშვილი: ეს კონკრეტული ნაბიჯი მოგვიტანს რეალურ და აუცილებელ სარგებელს

საპარლამენტო უმრავლეობის წევრი რატი იონათამიშვილი მთავრობის ახალ საგადასახადო ინიციატივას მიესალმება და სრულ მხადაჭერას უცხადებს.

“ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი. აღნიშნული ინიციატივა არის დროული, რადგან სწორედ დღეს გვჭირდება მცირე ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს დაეს ცვლილებები თითოეულ მოქალაქეზე დადებითად აისახოს. ახალი ინიციატივით 5-ჯერ იზრდება წლიური ბრუნვის ზღვარი და ამავე დროს, 5-ჯერ მცირდება გადასახადი მცირე მეწარმეებისათვის. ამ ცვლილებებით დაახლოებით 120 000 მეწარმე ნახავს რეალურ შეღავათს. მათი მოგება გაიზრდება, გაუმჯობესდება სამუშაო გარემო და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები”,- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები