დოდო გუგეშაშვილი კლინიკიდან სასაფლაოზე, შვილის დაკრძალვაზე გადაიყვანეს

ღუდუშაურის კლინიკიდან დოდო გუგეშაშვილი რეანომობილით შვილის დაკრძალვაზე, საბურთალოს ძმათა სასაფალოზე გადაიყვანეს. მისი მეგობრის, დავით მუხიგულის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ვაჟს ნოდარ გუშეშაშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ. მისივე თქმით, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ, როდესაც პანაშვიდზე იყო, ნერვიულობაზე წნევამ აუწია, მაგრამ ექიმები მზადყოფნაში არიან, რომ არ იყოს ნერვული სტრესი. 15:00 საათზე იქნება დაკრძალვა. სამ საათამდე იქ გვეყოლება და მერე ისევ დავაბრუნებთ კლინიკაში. მას ამ დრომდე არ უსაუბრია მომხდარის მოტივებზე, უბრალოდ ის თქვა, რომ არავითარი პოლიტიკური ფაქტორი არ არის“, – განაცხადა დავით მუხიგულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები