კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  კმ171-კმ186 კალა-უშგულის მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვლიდან ზვავსაშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები