გლდანის გამგეობის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს „სისხლის ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გამგეობის თანამშრომლების მხრიდან, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ გაცემას ისახავს მიზნად.

მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან და ბიუროების წევრებთან ერთად, აქციაში – „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიიღეს მონაწილეობა.

„სისხლის ბანკი“ სისხლითა და მისი კომპონენტებით საქართველოს მასშტაბით, 40-ზე მეტ კლინიკას ამარაგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები