რუსთავში მოზარდები სავარაუდოდ, შაურმით მოიწამლნენ

რუსთავის საავადმყოფოში, ექვსი ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციის გამო მკურნალობს. მათ შორის სამი, გუშინ მოათავსეს, სამი კი დღეს.
არსებული ინფორმაციიით, მოზარდები შაურმის მიღების შემდეგ მოიწამლნენ. ექვსივე ბავშვმა შაურმა ერთიდაიგივე კვების ობიექტში შეიძინა.
კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ხუთის მკურნალობა კი სტაციონარში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები