საფრანგეთის პრეზიდენტი: ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, სირიაზე შეტევა განხორციელდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ სირია მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, ჩვენ მზად ვართ, სირიაზე შეტევა განვახორციელოთ.
„ჩვენ თავდასხმას განვახორციელებთ იმ ადგილზე, სადაც გამოყენებული იქნება ქიმიური იარაღი“, _ განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის წევრებს, აკრძალული იარაღის გამოყენების მტკიცებულება, ამ დრომდე არ გააჩნიათ.
შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში, 9 ადამიანი ბომბის აფეთქების შედეგად დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით კი, ბომბი ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავდა.
სირიის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები