გორში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

გორში, სტალინის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი 30 წლამდე ასაკის მამაკაცია.
დაჭრილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მამაკაცს ორი ჭრილობა სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები