„30 ათას დოლარად „ნაყიდი“ N1 ღვინის კომპანია“ – რა ვიდეოს ასაჯაროებს ადვოკატი (ვიდეო)

0

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე, აქვეყნებს ვიდეოს, სადაც გიორგი სალაყაია ინვესტორებზე და 2015 წლისთვის, ანუ „ბადაგონის“ წილების მასზე ფორმალურად გადაცემის პერიოდისთვის, _ „ბადაგონის“ ფინანსურ წარმატებებზე საუბრობს.
იმედა დვალიძის ფეისბუქ პოსტს და ვიდეოს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემმა კოლეგამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ბადაგონი წილის 30 ათას დოლარად გადაფორმებისას ღირდა “ზერო”….
იხილეთ კადრები, რომელიც 2015 წელსაა გადაღებული. იმ წელს, როცა წილები სალაყაიაზე გადაფორმდა. იმ დროს გიორგი სალაყაიას ჯერ კიდევ ახსოვდა ინვესტორებიც და იმასაც ღიად ამბობდა, რომ ბადაგონი ძალიან წარმატებული და #1 კომპანია იყო“, –აღნიშნულია პოსტში.
https://www.youtube.com/watch?v=-sSMu7ZF3Ho&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი