გია ვოლსკი: ოპოზიციის სტილია, რომ ყველაფერზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყველა საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ოპოზიციის სტილს უწოდებს.
აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ოპოზიციის იმ მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.
„ოპოზიციის სტილია, რომ ყველაფერზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომ თავად წარმართონ პროცესი და ხელისუფლების ფუნქცია შეითავსონ. თუ რამე არგუმენტი რეალურად არსებობს, სიამოვნებით მოვუსმენთ ნებისმიერს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ორგანოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, განცხადებებს, რომელსაც მუხთარლი აკეთებს, რეალობასთან კავშირი არ აქვს და ის ყურადღების მისაქცევად, გამიზნულად არის ჩამოყალიბებული.
გია ვოლსკის განცხადებით, ჯერ-ჯერობით გამოძიებას ყველაფერთან მიმართებაში პასუხები არ აქვს და სიმართლე გამოძიების შემდეგ დადგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები