კახა კალაძე: მომდევნო წლების განმავლობაში ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ვაპირებთ
მომდევნო წლების განმავლობაში ვაპირებთ ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას და გვეყოლება ევროპული სტილის ახალი ავტობუსები – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული.
„ჩვენ ვიცით, ყვითელი ავტობუსების პარკი რა მდგომარეობაშია, ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული. შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს განახლება. წელს გამოვნახეთ შესაძლებლობა ბიუჯეტში, რომ ასი ახალი ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის. მე მგონია, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. მომდევნო წლების განმავლობაში ვაპირებთ ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას და გვეყოლება ევროპული სტილის ახალი ავტობუსები”, – განაცხადა კახა კალაძემ.