ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტთან, უილიამ სვინისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს. საუბარი არჩევნების მიმდინარეობას შეეხო. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი საქართველოში საარჩევნო პროცესებით დაინტერესდა და ჩატარებული არჩევნების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.