თბილისში, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვილილი ახალგაზრდა მამაკაცია.
აღნიშნული ფაქტი “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.