“დროშა ვერ დაკიდენ”, ფრაზის ავტორმა, გოგი წულაიამ ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშა აღმართა

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის რაგბის სტადიონზე საქართველოს დროშა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა გოგი წულაიამ აღმართა.
აღნიშნული გადაწყვეტილება წულაიას ცნობილ ფრაზას უკავშირდება – „დროშა ვერ დაკიდენ“, რომელიც მან რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას გააკეთა. მაშინ რაგბის სტადიონზე აღმართულ რამდენიმე დროშას შორის, საქართველოს დროშა მოცულობით გაცილებით პატარა იყო.
რაგბის კავშირმა წულაიას საჩუქრად მაისური გადასცა, რომელზეც ყველა მორაგბის ხელმოწერაა.
ხვალ, რაგბში ერთმანეთს საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ქუთაისში, 14:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები