კიევში, „Вести“-ს ოფისში სახელმწიფო უწყებები შევიდნენ

კიევში, ბიზნეს-ცენტრ „გულივერში“, სადაც მედია ჰოლდინგ „Вести“-ს მაუწყებლობაა განთავსებული, ეროვნული პოლიციის და კორუფციული და სხვა დანაშაულებებისგან მიღებული აქტივების გამოვლენის, მართვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეიჭრნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ოქსანა ომელჩენკომ დაწერა – „ დაიწყო! დაახლოებით დილის 6 საათზე „გულივერს“ ალყა შემოარტყეს ამ „სასიამოვნო“ ადამიანებმა და ჩვენ სართულზე შემოსვლა დაიწყეს. რადიოდან კოლეგები გვეუბნებიან, რომ ხმა ისეთია, თითქოს ყველაფერს ამტვრევენ. მალე საიტზე ონლაინ ტრანსლირებას დავიწყებთ. ზუსტად დღეს ვიწყებდით ნაცსააგენტოზე (АРМА) და მის მეგობრებზე გამოძიების მეორე ნაწილის დაბეჭდვას გაზეთში.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები