თურქეთის გენშტაბი: „ზეთისხილის რტოს“ მსვლელობისას 1028 ტერორისტი გავანეიტრალეთ

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის აფრინში ოპერაციის დაწყების შემდეგ, 1028 ტერორისტის ნეიტრალიზება მოახდინეს. ამის შესახებ თურქეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
„8 თებერვალს, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მსვლელობისას, ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის, ქურთების პარტია „დემოკრატიული კავშირის“, „ქურთების თავდაცვის ძალების“ და „აი-სი-სი“-ს 29 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. ნეიტრალიზებული ტერორისტების რიცხვმა, ოპერაციის დაწყებიდან 1028-ს მიაღწია“-ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. სამხედრო ოპერაცია დაგეგმილ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ, თურქეთის გენერალურმა შტაბმა 20 იანვარს განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები