2017 წელს რუსეთმა 15 მილიარდი დოლარის სამხედრო შეიარაღება გაყიდა

რუსეთმა 2017 წელს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა, _ ამის შესახებ სამხედრო ექსპორტის კომპანია „Rosoboronexport“-ში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა იარაღის ექსპორტი 53 ქვეყანაში განახორციელა.
„რუსეთი ინარჩუნებს დომინანტის პოზიციას, მსოფლიოს სამხედრო ბაზარზე”, _ განაცხადა სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე მიჰეევმა.
რუსეთი სამხედრო შეიარაღებით, ჩინეთსა და ინდოეთს ამარაგებდა, ბოლო წლებში კი სირიაში განახორციელა ექსპორტი, რასაც კრემლი მტკიცედ უჭერდა მხარს.
სტოკჰოლმის დამოუკიდებელი კვლევის ინსტიტუტზე დაყრდნობით, აშშ 2012 და 2016 წლებში, იარაღის ექსპორტიორებს შორის მსოფლიო რეიტინიგის ლიდერი 33 %-ით იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები