პაკისტანის საზღვაო ძალებმა 5000 კილოგრამი ჰაშიში ამოიღეს

პაკისტანის საზღვაო ძალებმა, ჩრდილოეთ არაბეთის ზღვაში, 5000 კილოგრამი ჰაშიში ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.
პაკისტანის საზღვაო ძალების მიერ ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი, კომპლექსური და სარისკო ოპერაცია იყო. ინფორმაციას „TheNews” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საკმარისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, სპეცრაზმელთა ჯგუფმა, ეჭვმიტანილი გემიდან, 5000 კგ ჰაშიში ამოიღო.
გემისა და ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობა ამ დრომდე არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანის საზღვაო ძალები ჩრდილოეთ ინდოეთის ოკეანეში პატრულირებენ, ხელს უშლიან მსგავსი ფაქტების მომრავლებას და უზრუნველყოფენ თავისუფალ საზღვაო ვაჭრობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები