ნიუ-იორკში 11 წლის ბიჭი მეგობრის გადარჩენის დროს დაიღუპა

ნიუ-იორკში 11 წლის ბიჭი მაშინ დაიღუპა, როდესაც გაყინული ტბიდან მეგობარის ამოყვანას ცდილობდა. ინფორმაციას, პოლიციაზე დაყრდნობით, „Abcnews“ავრცელებს.
11 წლის ენტონი ფერეზი გაყინულ ტბაში ჩავარდა და გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც მან თავისი 12 წლის მეგობრის გადარჩენა შეძლო, _ აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მოსახლეობა ყინულის დამტვრევას და ბიჭის პოვნას ცდილობდა.
11 წლის ენტონი ფერეზის წყლიდან ამოყვანა მაშველებმა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ორმა მაშველმა სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა განიცადა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები