თერჯოლაში, სოფელ სიქთარვაში დაკარგული მამაკაცი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

თერჯოლაში, სოფელ სიქთარვაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, დღეს მდინარე ძევრულაში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ამჩნევია.
დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები