დონალდ ტრამპს სამხედრო აღლუმის ჩატარება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პენტაგონს სამხედრო აღლუმის ორგანიზებისთვის მიმართა, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში გაიმართება. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა აღლუმის ჩატარების შესახებ სამხედრო მაღალჩინოსნებს, იანვრის ბოლოს მიმართა, მას შემდეგ, რაც პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილმა აღლუმმა ტრამპზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
„ეს იყო ერთ-ერთი დიდებული აღლუმი, რომელიც მე მინახავს, ჩვენ ვაპირებთ, რომ უკეთესი აღლუმი გავმართოთ“, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ინფორმაცია, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ, პირველად „Washington Post”-მა გაავრცელა, შემდეგ კი თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა.
„პრეზიდენტი ტრამპი ამერიკის „დიდი“ სამსახურების წევრების მხარდამჭერია, რომლებიც ყოველდღე საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რათა ქვეყანა დაიცვან“, _ განაცხადა სანდერსმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა თავდაცვის დეპარტამენტს თხოვნით მიმართა, დააწესონ ისეთი დღესასწაული, სადაც ყველა ამერიკელს შესაძლებლობა ექნება, მადლიერება გამოხატოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები