ჰაერის დაბინძურების გამო, თეირანში ყველა სკოლა დაიკეტება

სააგენტო „thenews.com.pk“ -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეირანში ყველა სკოლა, ჰაერის დაბინძურების გამო, დროებით დაიკეტება.
როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ჰაერის დაბინძურების დონემ მაღალ ნიშნულამდე მიაღწია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში გუშინ რამდენიმე საჯარო სკოლა დაიკეტა, დღეს კი სხვადასხვა კოლეჯისა და უმაღლესი სასწავლებლის დაკეტვა იგეგმება.
ქვეყნის ხელისუფლებამ, სატრანსპორტო მოძრაობაზე შეზღუდვები დააწესა, ასევე საწარმოების უმეტესობასა და სამშენებლო ობიექტებს, მუშაობის შეჩერებისკენ მოუწოდა.
ირანული მედიის ცნობით, დაბინძურების 80 %, ავტომობილების გამონაბოლქვისგანაა გამოწვეული.
მსგავსი შემთხვევა დეკემბერშიც მოხდა, სკოლებმა რამდენიმე დღით, ფუნქციონირება შეწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები