სირიაში საჰაერო თავდასხმას 23 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო-ვიდეო)

სირიაში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 23 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Foxnews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად, 70-მდე ადამიანი დაშავდა, მათი რიცხვი კი შესაძლოა გაიზარდოს.
თავდასხმის ტალღები დამასკოს ირგვლივ მეამბოხეთა 5 გარეუბანშიც იგრძნობოდა.
ამ დროისთვის გადარჩენილებისთვის დახმარების გაწევას სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები