პრემიერ-მინისტრი: საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი

„ჩვენ შევიმუშავეთ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე, დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ქურდული მენტალიტეტი ფეხს ვეღარასოდეს მოიკიდებს.

„ჩვენ შევიმუშავეთ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე, დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შსს-ში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული. ამ მიმართულებით ვიქნებით ნამდვილად თანმიმდევრული და დაუნდობელი, ვინაიდან ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს და ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გახსნილობას და ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნას. ამასთან, პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების სურათის გაუმჯობესების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები