პოლიციაში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ფაქტის თვითმხილველების დაკითხვა მიმიდინარეობს
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ფაქტის გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს გამომძიებლებმა ის დაზარალებულები დაკითხეს, რომლებიც შემთხვევის დროს სადგურის ბაქანზე იმყოფებოდნენ.
მომხდარი ფაქტის თვითმხილველმა ესმა გვასალიამ საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.
მისი თქმით, გამოძიება დაინტერესდა, თუ რა დაინახა და რა სახის დაზიანებები მიიღო მეტროსადგურში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად.
”მეტროს ვაგონში ვიყავი, ჩოჩქოლი როდესაც ატყდა, ვაგონიდან გამოვედი, მივიღე დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში. თვითონვე მივმართე საავადმყოფოს, სადაც აღმომიჩინეს დახმარება. გამოძიება დაინტერესდა თუ რა დავინახეთ, რა ვითარება იყო და რა სახის დაზიანებები მივიღე“, – განაცხადა გვასალიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით მიიღო.