რა დაიკავებს კავშირგაბმულობის ძველი შენობის ადგილს – ექსპერტიზა შენობის ავარიულ მდგომარეობას ადასტურებს
თბილისის რუსთაველის გამზირზე არსებული, კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა, ბოლო ხანებში აქტიური განხილვის საგანია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძველი შენობის ადგილას სასტუმრო უნდა აშენდეს. გამოქვეყნდა დედაქალაქის მერიის მიერ მოწონებული პროექტის ესკიზი, თუმცა თბილისზე გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის გამზირის იერსახეს დაამახინჯებს.
“სითი კვირა” დაინტერესდა შენობის ისტორიით და როგორც აღმოჩნდა, ის არ არის შესული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
1932-33 წლებში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო “თბილისის” წინ კავშირგაბმულობის სახლის მშენებლობას, დედაქალაქის მაშინდელი საზოგადოება არ აღუფრთოვანებია, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს შენობა კონსტრუქტივისტული არქიტექტურის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენდა და ამახინჯებდა დედაქალაქის მთავარი გამზირის საერთოდ ჰარმონიულ ხედს.
”კავშირგაბმულობის სახლის ავტორმა, კონსტანტინე სოლომონოვმა არ გაუწია ანგარიში თავისი წინამორბედის ჩანაფიქრს. „დაავიწყდა“ მის მიერ დაპროექტებული წმინდა პრაქტიკული შენობის საპასუხისმგებლო მდებარეობა, დაარღვია გამზირის წითელი ხაზი და მისი პერსპექტივის თანდათანობითი გახსნის მშვიდი მთლიანობა”,- წერს გიორგი ხუციშვილი წიგნში “ჩემი თბილის – ქალაქი”.
მოგვიანებით, კერძოდ, 1953 წელს შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მიიღო ახალი მხატვრული გაფორმება, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ივანე ჩხენკელის პროექტის შესაბამისად. შენობა აScan_20180130 (3)რ წარმოადგენს არქიტექტურულ ფასეულობას.
კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობის 75%, გასული საუკუნის 90-იან წლებში, თბილისის ომის დროს დაიწვა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდგომ შენობა, კავშირგაბმულობის მაშინდელ მინისტრ ფრიდონ ინჯიას მონდომებით გარემონტდა და მასში ტრანსპორტის სამინისტრო განთავსდა. 90-იანი წლების ბოლოს კი შენობის ნაწილ-ნაწილ კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო. დღეის მდგომარეობით მას, უკვე რამდენიმე მესაკუთრე ყავს, მათ შორის – “აირზენა”.
ტრანსპორტის სამინისტრომ შენობის ბოლო, მისი კუთვნილი ნაწილი 2007 წელს გაყიდა, ამდენად შენობა დღეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღარ არის.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, შენობის 65 % დანგრეულია, ხოლო 25 % ავარიული, არ ექვემდებარება რესტავრაციას და საჭიროებს დემონტაჟს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს ამ შენობის ალტერნატივა. ამ ხნის განმავლობაში შენობის მესაკუთრეებმა, საკუთარი ხარჯით რამდენჯერმე გამოაცხადეს კონკურსი პროექტზე, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ქართველ არქიტექტორებთან ერთად, უცხოელ ( იტალიელ, პორტულგალიელ, ესპანელ და გერმანელ) სპეციალისტებსაც ჰქონდათ. იმართებოდა წარმოდგენილი ესკიზების საჯარო განხილვები.
არქიტექტორებთან ერთად, პროექტის საკუთარი ვარიანტი შენობის მესაკუთრეებმაც წარმოადგინეს. მათ სურთ, კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის ადგილას აშენდეს Four Season -ის სასტუმრო, რომელიც ძველი შენობის სტანდარტებში ჩაჯდება, დაცული იქნება სართულიანობა და არ დაიკარგება გამზირის იერსახე. შენობის მესაკუთრეების მოწონება იაპონელების მიერ მომზადებულმა პროექტმა დაიმსახურა. საუბარია 80 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. მაგრამ მერიის კომისიამ იაპონელების პროექტიც დაიწუნა. ამჟამად საუბარია ადგილობრივი არქიტექტორის, შალვა მიქელაძის მიერ მომზადებულ ესკიზურ პროექტზე, რომელმაც მერიის საბჭოს მოწონება დაიმსახურა. განიხილება პროექტის პირველადი ვერსია, თუმცა ის შესაძლოა არაერთხელ ჩანაცვლდეს და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს.
“სითი კვირამ” მოიპოვა შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა:
XX საუკუნის 90-იანი წლები:



