ზურაბ აბაშიძე: ასეთ პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინის “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ ინტერვიუს თბილისში რეაქციები მოყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძემ გააკრიტიკა კარასინის ინტერვიუში მოყვანილი რამდენიმე თეზისი. საბოლოოდ კი დასკვნა ასეთია: მოსკოვის ამჟამინდელი პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არარეალურს ხდის.

ზურაბ აბაშიძის უკმაყოფილებას, კერძოდ, იწვევს რუსი დიპლომატის განცხადება იმის შესახებ, რომ “ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ” 2011 წლის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის “საჭირო სიცხადე შეიტანა” იმ საკითხში, თუ სად გადის საქართველოს საბაჟო საზღვარი. “ეს არის ყაზბეგის რაიონი რუსეთთან საზღვარზე, მდინარე ენგურის სამხრეთით (რომლის შემდეგაც აფხაზეთის რესპუბლიკა იწყება) და გორის მიმდებარე ტერიტორია (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვართან ახლოს”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, განავითარონ სატრანსპორტო კომუნიკაციები და ვაჭრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით, ისე რომ არ შეეხონ ყოფილი ქართული ავტონომიების სტატუსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პრობლემას. ეს შეთანხმება გაფორმდა რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რთული მოლაპარაკებების შედეგად: აშშ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მაშინდელმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მოუხსნა ვეტო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთიდან საქართველოში გაივლიდა სავაჭრო დერეფანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით, მხარეები კი მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ნაკადებს და მათ მარკირებას განახორციელებდნენ. როდის გახსნიან რუსეთი და საქართველო სავაჭრო დერეფნებს რუსულ-ქართული მოლაპარაკებების “პრაღის ფორმატის” კოლეგის გამონათქვამებს ზურაბ აბაშიძე უწოდებს “მიუღებელ ინტერპრეტაციას, რომელიც გაოცებას იწვევს”. აბაშიძის თქმით, დოკუმენტში, ისევე როგორც შეთანხმებებში, რომლებსაც შვეიცარიელი შუამავლების მონაწილეობით ორი ქვეყნის ექსპერტებმა მიაღწიეს, “არანაირ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის”.

“შეთანხმების თანახმად, იქმნება ე.წ. სავაჭრო დერეფანი, რომლის ბოლოებშიც ორივე მხარეს დადგებიან შვეიცარიული ფირმის წარმომადგენლები. ისინი არანაირ საბაჟო პროცედურებს არ განახორციელებენ. მათ მხოლოდ და მხოლოდ უფლება ექნებათ გააკონტროლონ და დააფიქსირონ ტვირთების ნაკადი”, – ხაზგასმით აღნიშნავს “კომერსანტთან” საუბრისას რესპონდენტი და დასძენს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას შვეიცარიულ ფირმა SGS-თან (გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება “დააჩქაროს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულება, რომ უახლოეს თვეებში ხელი მოაწეროს საჭირო დოკუმენტებს”). “კომერსანტის” კითხვაზე, ხომ არ აპირებს ქართული მხარე 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებამდე მოსკოვისგან “პოზიციის დაზუსტება” მოითხოვოს, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო დერეფნები ამოქმედდება მხოლოდ და მხოლოდ 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე, და არანაირად სხვაგვარად.

“შესაძლებელია, ეს კითხვები გაჩნდეს გრიგორი კარასინთან ჩვენი იანვრის ბოლოსთვის დაგეგმილ შეხვედრის დროს” – აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე, რომელიც პრაღის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გულისხმობს.
კარასინის განცხადებაზე, რომ მოსკოვი არ გეგმავს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმით, ქართველი დიპლომატი ახცადებს, რომ საქმე ეხება “ორ ქვეყანას შორის არსებულ მთავარ დაპირისპირებას”. “ასეთ პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აბსოლუტურად შეუძლებელია”, – დასძენს ზურაბ აბაშიძე.

რატომ მოუწოდებდა საქართველო რუსეთს პროვოკაციებზე უარის თქმას 2017 წლის აპრილში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება, რომელიც 31 მარტს გაფორმდა. თბილისმა მოსკოვი “ევროპის უსაფრთხოების სისტემის სრულ ნგრევაში” დაადანაშაულა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ მანამდე აცხადებდა, რომ ეს შეთანხმება უნდა გახდეს დამატებითი ფაქტორი, იმისათვის რომ “არავინ აზრადაც კი არ გაივლოს საბრძოლო მოქმედებების განახლება ან 2008 წლის ამბების გამეორება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები