გერმანიაში მაღაზიის ქურდობაში ბრალდებული ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ მაინცში, მაღაზიიდან 6800 ევროს ღირებულების საქონლის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს. დამნაშავეები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა და მათი აყვანა შემთხვევის ადგილზევე მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, 43 წლის ქალმა და 46 წლის მამაკაცმა დაახლოებით ხუთჯერ გაძარცვეს ტანსაცმლის ძვირადღირებული ბრენდებისა და პარფიუმერიის მაღაზია. მაინცში, დაკავებულების ბინის ჩხრეკის დროს, პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო.

სასამართლომ ორივე დაკავებულის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი სხვადასხვა საპატიმროში გადაიყვანეს. გამოძიება იკვლევს, არის თუ არა წყვილი დაკავშირებული სხვა დანაშაულთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები