დაპირისპირება სოფელ ვანთაში – მამაკაცს თავის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ , ნაჯახით მიაყენეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 40 წლის მამაკაცი დაშავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცებს შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ჭრილობები დაშავებულს, სავარაუდოდ, ნაჯახით თავის არეში აქვს მიყენებული. ის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის უკვე სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები