ლევან იზორია: ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებას – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
იზორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება.
მისივე თქმით, ქმედებებს, რომელსაც რუსეთი მიმართავს ქვეყნის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, გმობს არამხოლოდ საქართველოს მთავრობა და მისი მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება.
”ეს არის თითოეული ქართველის და საქართველოს მთავრობის რწმენა, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებას. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემა, სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ კიდევ ერთხელ, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, იმ პრინციპების დაცვით, რაც არის საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული, შემდგომშიც ურყევად გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები