ესპანურმა პოლიციამ 12 ტონა ჰაშიში ამოიღო

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და საბაჟო სამსახურმა ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც, კადისის მახლობლად, თევზსაჭერი გემიდან 12 ტონა ჰაშიში ამოიღეს.
გემი უკანონო ტვირთით, ამ ესპანური ქალაქიდან 130 მილში იყო აღმოჩენილი. დაკავებულია ეკიპაჟის 13 წევრი, ყველა მათგანი მაროკოელია.
ესპანელ სამართალდამცველებზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია წერს, რომ 2017 წელს სამართალდამცველებმა მთლიანობაში 477 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს, ანუ 30%-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს შორის იყო 30,89 ტონა კოკაინი, 440 კილოგრამი ჰეროინი, 16,5 ტონა მარიხუანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები