პაკისტანში უპილოტო თვითმფრინავმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა

პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას, 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
დრონის თავდასხმა პაკისტანის ტერიტორიაზე მოხდა, ავღანეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში.
პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დრონი აშშ-ს ეკუთვნოდა.
ისლამაბადში მდებარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.
კურამის რეგიონის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ უპილოტო თვითმფრინავმა 1 რაკეტა ორსართულიან კომპლექსს ესროლა, სადაც სამხედრო მეთური დაიღუპა, ხოლო შენობა მთლიანად განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები