არასწორად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების მილებში აღმოჩენილი ჩიტის ბუდეების გამო, წელს 6 ადამიანია გარდაცვლილი
“ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები, რამაც გამოიწვია საკვამლე მილების დაგმანვა და ნამწვი აირის – CO-ს საცხოვრებელ ფართებში დაგროვება, რის შედეგადაც გარდაიცვალა 6 ადამიანი”,-ამის შესახებ “კვირას” „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს.
მათივე ცნობით, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლებისა და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციის გამო, გარდაცვლილია 10 ადამიანი, ხოლო 3 შემთხვევაში გაუმართავ საკვამლე მილებში ჩიტის ბუდეები აღმოჩნდა.
„მიმდინარე წლის სტატისტიკით, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად, გარდაცვლილია 10 ადამიანი. მათ შორის 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები, რამაც გამოიწვია საკვამლე მილების დაგმანვა და ნამწვი აირის – CO-ს საცხოვრებელ ფართებში დაგროვება, რის შედეგადაც გარდაიცვალა 6 ადამიანი“, – აცხადებენ კომპანიაში.