ბახტრიონის ქუჩაზე ოჯახს, დაყაჩაღების მიზნით, თავს დაესხნენ
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, დაყაჩაღების მიზნით, ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ. ამ ეტაპზე უცნობია რისი წაღება მოახერხეს ბინიდან ბოროტმოქმედებმა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.