თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება:გლდანის რაიონში, 11 საათიდან 14 საათამდე: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხევინის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი- ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედანის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი- ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები