ილია ელოშვილი: ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით მოსახლეობის ყველა პრობლემას და მზად ვართ, ატენის მაცხოვრებლებს შევხვდეთ

ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი მოსახლეობის ყველა პრობლემას,- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ატენის ქუჩის მაცხოვრებელთა პროტესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, თუ მათ სურვილი ექნებათ თბილისის მერია მათთან შესახვედრად მზად არის.
“ არასოდეს წაგვიყრუებია და დაგვიიგნორებია მათი პრობლემები, ალბათ იშვიათია ისეთი ადვილად მისაწვდომი მერი, როგორიც კახი კალაძეა. მოვიძიეთ, ცხელ ხაზამდეც კი დავედით, იყო თუ არა რაიმე ფორმით შემოსული მოთხოვნა შეხვედრაზე, არსად ამგვარი რამე არ ფიქსირდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის ეს, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ ღია და გამჭვირვალეები. თუკი მათ სურვილი აქვთ რომ შევხვდეთ, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ასეც იქნება.
აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ვიდრე დღევანდელ დღემდე მოვიდოდა.
2007 წელს მოხდა ამ პროექტის დამტკიცება, იყო მიწის ზემოთ დაახლოებით 10 სართულიანი და მიწის ქვეშ 4 სართულიანი შენობა. შემდეგ მოხდა უკვე ცვლილება კოეფიციენტის და გაიზარდა 2-ჯერ კოეცფიციენტი, ამის შემდეგ მოსახლეობის მხრიდან დაიწყო სამართლებრივი პროცესი, რასაც ჰქონდა თავისი პერიპეტიები.
ბოლო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მერიას კიდევ ემსჯელა, რადგან კოეფიციენტების ზრდა არ იყო დასაბუთებული. ამ საკითხის ირგვლივ იქნა მოწვეული ზონალური საბჭო.

ზონალურმა საბჭომ დატოვა 8 წევრის ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე ეს გადაწყვეტილება. ყველა დაეთანხმა, დასაბუთდა, რომ უნდა გაზრდილიყო კოეფიციენტი 2-ჯერ და ეს იყო დასაბუთებული.
ამის შემდეგ უკვე ჩვენი წინამორბედი მერი ერთვება საკითხში და მიიღებს აღნიშნულს, როგორც ფაქტს და ამის შემდეგ ვერთვებით ჩვენ. ჩვენ არანაირი სამართლებრივი უფლება არ გვქონდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა”, – განაცხადა ილია ელოშვილმა გადაცემა “360 გრადუსში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები