კახა კალაძე: არსებული გეგმით დაზარალებული ბინათმესაკუთრეები ხშირად ხდებიან ინვესტორების მძევლები და ამ მიმართულებით მერიის გეგმა შესაცვლელია

არსებული გეგმით დაზარალებულები ხშირად ხდებიან ინვესტორების მძევლები და ამ მიმართულებით გეგმა შესაცვლელია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პრობლემაზე საუბარი მალე უნდა დასრულდეს და მერია დაზარალებულ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს. არსებობს სქემა, რითაც თბილისის მერია მუშაობს დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან მიმართებაში. გამოყოფს კონკრეულ მიწის ფართობებს, შემდეგ ისინი ქმნიან ამხანაგობებს და ეძებენ ინვესტორებს. ძალიან ბევრი ქეისი მქონდა პირადად ჩემი მერობის პერიოდში, რომ ეს ადამიანები ხდებიან ინვესტორების მძევლები. შანტაჟი მიდის, თუ რა ფართი უნდა წაიღოს ინვესტორმა, რა დაზარალებულმა და ხშირ შემთხვევაში ინევსტორი ხდება მოგებული. ჩვენ გვინდა შევიმუშაოთ ისეთი გეგმა, რომ ამ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და სამუდამოდ დავამთავროთ ამ პრობლემაზე საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები