სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქებისას დაშავებულს ოპერაცია ესაჭიროება
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების დროს დაშავებული დავით მელქაძე თბილისში, ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადმოჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, მას ზედა კიდურზე ოპერაცია ესაჭიროება. ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ უახლეს დროში სახლში გაწერენ.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ასევე, ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ. სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან დეტალებს და დასკვნა ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის ივლისში, კომპანიამ, რომელიც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ახორციელებს, წერილობითი გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, მდგომარეობა მალევე გამოსწორდა.
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების დროს დაშავებული დავით მელქაძე თბილისში, ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადმოჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, მას ზედა კიდურზე ოპერაცია ესაჭიროება. ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ უახლეს დროში სახლში გაწერენ.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება 22 იანვარს მოხდა. შედეგად სამი მუშა დაშავდა. მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ასევე ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ. სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან დეტალებს და დასკვნა ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის ივლისში, კომპანიამ, რომელიც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ახორციელებს, წერილობითი გაფრთხილება უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, მდგომარეობა მალევე გამოსწორდა.
შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე დეტელებს ადგილზე ეცნობიან.