ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებული პირი ამ წუთებში ადვოკატს ხვდება

აჰმედ ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს, ადვოკატი ელდარ გვალია ამ წუთებში ხვდება. ადვოკატს ამ დროისთვის არ აქვა ინფორმაცია საქმის დეტალებთან დაკავშირებით. ბერძენიშვილისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

ანატოლი ბერძენიშვილი დღეს დააკავეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში აჰმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები