ლაშა ნაცვლიშვილი: გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის ბლოკავდა მიშასნაცვალი პროკურატურის კანონიერ მოთხოვნას შესყიდვებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე
გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების ტანდემზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოხატული თანადგომით ქვეყანის ინტერესები დააზიანა.
„როდესაც „ვაშლის გათლაზე დაჭერილად” აცხადებ ქართული გულაგის არქიტექტორ ბაჩო ახალიას ან „პიჯაკების საქმედ” მოიხსენიებ 8 მილიონი ლარის მითვსება-გაფლანგვის საქმეს, მკბენავ-მჩქმეტავი მასაჟისტი დოქტორ დოტის საპრეზიდენტო თვითმფრინავით სეირნობიდან დაწყებული, ბოტოქსებით, ოჯახის წევრთა მსხვილი თუ წვრილმანი ხარჯებით გაგრძელებული და კარის ფავორიტების თუ „ვან ნაით სტენდზე” შემოფრენილი „ძივების” საჩუქრებით დამთავრებული, – შენთან ყველაფერი გასაგებია: ან მიშას ნარატივში ზიხარ ან იმავეს ჩადენაზე ოცნებობ. ვფიქრობ, მარგველაშვილის შემთხვევაში სწორედ ამ ორი მოტივაციის იდეალური ერთობლიობასთან გვაქვს საქმე. გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის ბლოკავდა ამ საქმეზე პროკურატურის კანონიერ მოთხოვნას, შესყიდვებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე. რამდენი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენი დაუმსახურებელი ლაფი ესროლა სისტემას მაშინ ან ეხლა?”,- აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, პრეზიდენტი მარგველაშვილს 8 მილიონ ლარს დიდ თანხად არ მიიჩნევს, რადგან მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციის დაუსაბუთებელ სიხალვათეში თავადაც მილიონობით ლარს ხარჯავს იმ დროს, როდესაც რეზიდენცია კანონით, ათონელზე უნდა იყოს განთავსებული.