არჩილ თალაკვაძე: თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისში, ისანში, 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.
თალაკვაძის თქმით, ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მოხერხდა ტერორისტული რისკების თავიდან აცილება და განეიტრალება.
“ტერორიზმი არის გამოწვევა მთელი ცივილიზაციის ნაწილის და საქართველო არის ნაწილი ამ ცივილიზაციის. ჩვენ მარტო არ ვართ ანტიტერორისტულ ოპერაციაში. თბილისში, ისანში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი, რადგან მოხერხდა ტერორისტული რისკების თავიდან აცილება და განეიტრალება. ასევე მოხერხდა მოსახლეობის დაცვა. ჩვენ გქვონდა ნდობის ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გომელაურთან, მისგან მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. ისანში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი ოპერაცია. შეიარაღებული დაჯგუფება დაუპირისპირდა სახელმწიფოს და შესაბამისად სახელმწიფომ უპასუხა მათ ადეკვატურად. აღნიშნული ოპერაციის დროს კი, მოსახლეობის უსაფრთხოება ზედმიწევნით იყო დაცული,” განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “იბერიის” პირდაპირ ეთერში.
სპეცოპერაცია, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 2122 ნოემბერს ჩატარდა. აღნიშნულ ოპერაციაში საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი მონაწილეობდა.