პაატა იმნაძე: მენინგოკოკცემიის ვაქცინა ფასიანია და საქართველოში კერძო სექტორში იყიდება

„მენინგოკოკური ეპიდემიების დროს, სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის გამოიყენება ვაქცინა, თუმცა ეს ვაქცინა გეგმიური არ არის და ფასიანია“, – ამის შესახებ „კვირას“ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა 2 წლის წინ საფრანგეთში შეიქმნა და ორი ტიპისაა.
ამასთან, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ რადგან მენინგოკოკური ინფექციის სხვადასხვა სახეობა არსებობს, უმჯობესია მსურველმა ორივე ვაქცინა ერთდროულად გაიკეთოს.
„ეს ვაქცინა 2 წლის წინ საფრანგეთში შეიქმნა. არის “D” ტიპის და “A“ ტიპის. ცალ-ცალკე ამ ვაქცინის ჩატარება არაეფექტურია. უმჯობესია ორივე ვაქცინა იყოს გამოყენებული მენონგოკოკცემიის საწინააღმდეგოდ. ეს ვაქცინა ფასიანია და საქართველოში კერძო სექტორში იყიდება. თუმცა, ყველაზე ეფექტურია, რომ პაციენტი ექიმთან დროულად მივიდეს და სწორი მკურნალობა ჩაიატაროს, რათა არ მივიღოთ ფატალური შედეგი”, – აცხადებს პაატა იმნაძე.
ამასთან, პაატა იმნაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინა ძირითადად ევროპის ქვეყნებში იყიდება სადაც მენინგოკოკცემიის ხშირი შემთხვევებია.
რაც შეეხება გრიპის გართულებებს და ვირუსის საწინააღმდეგო აცრებს, საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3-კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი).
თუმცა, ეს ვაქცინებიც ფასიანია.
როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, საქართველოში ზემოაღნიშნულ ვაქცინებს არც თუ დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს.
მედიკოსები გვირჩევენ, რომ გრიპის საწინააღმდეგი აცრა უნდა ჩაიტაროთ გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი. რადგან გართულებები თავიდან იქნეს აცილებული.
შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით, 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მოზარდი 18 იანვარს დაიღუპა, თუმცა ეს ფაქტი მედიაში დღეს გახმაურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები