მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს მექსიკაში, კალიფორნიის ყურეში მოხდა. ამ დროისთვის, დაზიანებებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არსებობს.
აშშ-ს გეოლოგიური კვლევის სამსახურის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ლორეტოს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით, 78 კილომეტრში, 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.