გლდანის ტბა საფრთხეშია – რატომ იხოცებიან თევზები?

თბილისში გლდანის „თეთრი ტბა“ საფრთხეშია. ტბის ტერიტორია მკვდარი თევზებით არის დაფარული. ამის შესახებ „კვირას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ მამალაძემ განუცხადა. როგორც მამალაძე აღნიშნავს, გუშინ გლდანის „თეთრ ტბაზე“ იგი თავად იმყოფებოდა. მამალაძის განმარტებით, გლდანის ტბას ეკოლოგიური პრობლემები აქვს, ტბის ბიოგეოცენოზი დარღვეულია და საჭიროა წყალის სასწრაფო ლაბორატორიული გამოკვლევა.
„ტბის სამხრეთ მხარეს, სანაპიროზე, მთლიანად, მკვდარი თევზების ხროვაა. ამის მიზეზია დაბინძურება და ეკოლოგიური პრობლემები. ხალხი ჩვეულებრივ ბანაობდა სანაპიროზე, რუჯს ღებულობდნენ, ბავშვებიც იმყოფებოდნენ… სანაპირო კი მთლიანად სავსეა მკვდარი თევზებით. ყველა ხედავდა ამას, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონია. მოსახლეობა ბანაობს, ისვენებს და არავინ ზრუნავს ტბის სიჯანსაღეზე“, – აღნიშნავს ვახტანგ მამალაძე.
მისივე განცხადებით, „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ პრობლემის მოსაგვარებლად გარემოს დაცვის სამინისტროს დღეს მიმართავს.
„ამ პრობლემის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს დღეს მივმართავთ და პრობლემის მოგვარების პროცესს მონიტორინგსაც გავუწევთ. მივმართავთ „მწვანეთა მოძრაობას“, რომ მათ პროცესი გააკონტროლონ“, – აცხადებს მამალაძე.

10306903_744035638952265_993971697_n

10318551_744035602285602_179827212_n

10338884_744035495618946_2099711318_n

10344880_744035452285617_1515962609_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები