ნორვეგიაში ყველანაირი ნარკოტიკული საშუალება დეკრიმინალიზებულია

0

ნორვეგიის ოთხ-პარტიულმა პარლამენტმა, ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა, თუმცა ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ აკრძალული ნივთიერებები ლეგალიზებულია.
ნორვეგიის ხელისუფლების მიერ დადგენილი კანონის თანახმად, ნარკოტიკების მცირე დოზით დაკავებული პირი, ციხეში სასჯელს არ მოიხდის.
ნორვეგია პირველი სკანდინავიური ქვეყანაა, რომელმაც ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ხმა მისცა.
„გადაწყვეტილება საკმაოდ სერიოზულია, ჩვენ უნდა გავატაროთ დიდი ცვლილებები და დავეხმაროთ მათ“
დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონი ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან ნორვეგიის ხელისუფლებამ კანონი უნდა შეიმუშავოს, რომელიც დაარეგულირებს ნარკოტიკული საშუალებების შენახვას. ინფორმაციას სააგენტო „Vesti.ru“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი