საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზბეკეთის მთავრობას უსამძიმრებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაზახეთის რესპუბლიკაში მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 18 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ყაზახეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, ხუთმა მგზავრმა კი მაშველების დახმარებით ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. გარდაცვლილები უზბეკეთის მოქალაქეები იყვნენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთის უცნობია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები